ახალი ამბები

აქციაზე დაკავებულებმა ვერ მიიღეს სამართლიანი სასამართლო – სოვლაბი

22 ივნისი, 2019 • 1480
აქციაზე დაკავებულებმა ვერ მიიღეს სამართლიანი სასამართლო – სოვლაბი

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”, რომლის ორი მკვლევარიც აცხადებს, რომ 20 ივნისის აქციაზე დაკავებისას პოლიციამ სცემა, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ორგანიზაცია რეალური სასამართლო რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დარბევისას დაკავებულებმა სამართალი ვერ მიიღეს.

“305 ადამიანია დაკავებული. ზოგი უკვე 9-14 დღიანზეა გაშვებული კონვეირის მეთოდით და ზოგის სხდომა გადაიდო. მთავარი პრობლემა არის ის, რომ გუშინ დაკავებულებმა ვერ მიიღეს სამართლიანი სასამართლო. ესაა მთავარი პრობლემა. ირაკლი ხვადაგიანი არის ერთ-ერთი იმ 305-ში! აქ უბრალოდ ძალიან სიმბოლური აღმოჩნდა ის, რომ საბჭოთა წარსულის და სისტემების მკვლევარი შიგნიდან გაიცნობს ამ გადმონაშთ სისტემას. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში რეალური სასამართლო რეფორმა და თავისუფალი სასამართლო სისტემა!” – აცხადებს “სოვლაბი”.

20 ივნისის ღამეს ორგანიზაციის ორი მკვლევარი, ძმები ირაკლი და დავით ხვადაგიანები დააკავეს. ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც 21 ივნისს სასამართლომ 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ხულიგნობისა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის ბრალდებით, რუსთავის იზოლატორშია მოთავსებული და მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. რაც შეეხება დავით ხვადაგიანს, მისი საქმის განხილვა გადაიდო და პროცესი 3 ივლისს ჩაინიშნა. “სოვლაბში” ფიქრობენ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში სასამართლოს უკვე “ტაქტიკა ჰქონდა შეცვლილი და სტანდარტული 12-13 დღიანი პატიმრობის ნაცვლად ნაწილს გადაუვადა საქმის განხილვა”.


ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რომელიც რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ვიზიტს მოჰყვა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. თვითმხილველთა მონათხრობისა და მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში.

აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ აქციაზე 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 80 პოლიციელია, რომლებიც სხვადასხვა კლინიკებში შეიყვანეს. „ნიუ ჰოსპიტალის“ ინფორმაციით, ორ ადამიანს თვალის ამოღება დასჭირდა. ამ დროისთვის კლინიკებში 102 პაციენტი რჩება, ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მოქალაქეები კლინიკებში მიიყვანეს როგორც ცრემლსადენი გაზის მოწამვლით, ასევე სხეულის ქსოვილების სხვადასხვა დაზიანებით, რომელიც რეზინის ტყვიების სროლის შედეგად ჰქონდათ მიღებული.

გარეკნის ფოტოზეა ირაკლი ხვადაგიანი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას

გვერდები ჩალეწილი აქვს, ცალ ყურში არ ესმის, ვერ დადის – აქციაზე დაკავებული ამბობს, რომ პოლიციამ სცემა

9-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი