ახალი ამბები

კბილაშვილი: საბჭომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის, ანუ არმინიჭების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

14 დეკემბერი, 2014 •
კბილაშვილი: საბჭომ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის, ანუ არმინიჭების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება

“საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის, ანუ არმინიჭების შესახებ. ამის შემდეგ შესაბამისი ბრძანება იქნა მიღებული კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ, რომლითაც ობიექტს ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამის შემდეგ, ასევე, სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული იქნა თანხმობა კომპანიისათვის არქეოლოგიური ობიექტის აღების-დაშლის შესახებ. რაც იქნა კომპანიის მიერ სისრულეში მოყვანილი”, – განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

 

13 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. კომპანიამ სამუშაოები 2014 წლის 12 დეკემბერს გამოცემული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის №2/271 ბრძანების საფუძველზე განაახლა. ვრცლად კომპანიის განცხადება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. განახლებული სამუშაოების ფარგლებში საყდრისში ორი აფეთქება განხორციელდა.

 

საყდრისის ძეგლი 2006 წლიდან 2013 წლის 5 ივლისამდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა. 2013 წლის 5 ივლისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ხოლო პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 7 ოქტომბრის ბრძანებით, არქეოლოგური ძეგლის სტატუსის გარეშე დარჩა.

 

RMG Gold- ის მიერ საყდრისში სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს. სასამართლომ RMG-ის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი