რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ გამომსვლელთა ნაწილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს. მიშა მშვილდაძის თქმით, აქცია იგივე მოთხოვნებით 22 ივნისს, 7 საათზე კვლავ გაიმართება. თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილმა განაცხადა, რომ არ იშლებიან.
ისმის მოწოდებები, რომ მოაწყონ მსვლელობა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ.
დემონსტრანტებმა, რომლებიც პარლამენტთან რჩებიან, ულტიმატუმი წაუყენეს ხელისუფლებას, რომ ერთ საათში არ გადადგება შსს მინისტრი გიორგი გახარია. დემონსტრანტები ასევე ითხოვენ 20 ივნისის აქციაზე დაკლავებულების გათავისუფლებას.
თუმცა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას მსვლელობაზე ივანიშვილის სასახლისკენ.
