პარლამენტთან ერთ-ერთი დემონსტრანტი პოლიციას ეუბნება, რომ ისეთივე დამნაშავეა, როგორც გუშინდელ აქციაზე დაკავებული 305 ადამიანი და სთხოვს, დააკავონ, თუმცა პოლიცია არ აკავებს.
შემთხვევა 22 ივნისს, გამთენიისას 04.20 საათზე მოხდა პარლამენტის შენობის მიმდებარედ, სადაც აქციის მონაწილეების მცირე რაოდენობაა დარჩენილი.
მრავალთასიანი დემონსტრანტების მონაწილეების დიდი ნაწილი დაიშალა ღამის 02.00 საათზე, თუმცა ნაწილი დარჩა. შემდეგ თანდათანობით ისინიც დაიშალნენ.
22 ივნისს, 19.00 საათზე კვლავ იგეგმება აქცია პარლამენტთან.
[checklist]
- ხელისუფლებამ 20-21 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან, რის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც;
- დააკევეს დემონსტრაციის 305 მონაწილე;
- დაშავდა 240 მოქალაქე, მათ შორის 80 პოლიციელი. ზოგიერთმა მოქალაქემ დაკარგა თვალი;
- პოლიციას არ აკეთებს კომენტარს დაიწყო თუ არა გამოძიება ძალის გადამეტებაზე;
- გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხოლო დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვა დეპუტატის მანდატი.
- მოქალაქეებმა 21 ივნისს, საღამოს, კვლავ გამართეს მრავალათასიანი აქცია და მოითხოვეს შსს მინისტრ გიორგი გახარიას გათავისუფლება, ასევე ვადამდელი საპარლამენტი არჩევნების დანიშვნა. მათ პოლიტიკოსებს არ მისცეს მიკროფონი.
- მრავალათასიანი დემონსტრაციები თბილისში მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესიის გახსნას. რის შმდეგაც შესვენებისას, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდნენ “ევროპული საქართველოსა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები და სესიის გაგრძელების საშუალება არ მისცეს.
[/checklist]
