ავაკოვმა ზღულაძისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პრეზიდენტ პოროშენკოს შუამდგომლობით მიმართა. 

ავაკოვი “ფეიბუკის”  ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესახებ განცხადება დაწერა:

 

“პრეზიდენტი მიესალმა ჩემს წინადადებას. ორშაბათს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანება გამოიცემა მოქალაქეობის შესახებ, ბოლო ფორმალობასაც აღვასრულებ – მინისტრთა კაბინეტისთვის მისი კანდიდატურის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე წარდგენით.”

 

საქართველოს შინაგან საქმეთა ექსმინისტრის ეკა ზრულაძის უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დანიშვნის სესახებ ინფორმაცია უკრაინულმა გამოცემა Liga.net-მა 27 ნოემბერს გაავრცელა. 

 

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე საქართველოს ჯანდაცვის ექსმინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *