ერაყის სამთავრობო ძალების განცხადებით, მათ ტიკრიტის ზოგიერთი გარეუბანი უკვე დაიბრუნეს. ოპერაციაში 30 000 ჯარისკაცი და სპეცრაზმელი მონაწილეობს, ასევე ჩართულია ერაყის საჰაერო ძალებიც.

 

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის საჰაერო ძალები ამ ოპერაციაში არ მონაწილეობენ.

 

ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰეიდერ ალ-აბადიმ განაცხადა, რომ ოპერაცია კვირას საღამოს დაიწყებოდა. BBC-ის ცნობით, ბრძოლაში 5 ჯარისკაცი და 11 სპეცრაზმელი მოკლეს.

 

ტიკრიტი სალაჰუდინის პროვინციაში, მოსულისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მოსული ერაყის სიდიდით მეორე ქალაქია და ტიკრიტის მსგავსად, მასაც გასულ წელს დაეპატრონა “ისლამური სახელმწიფო”.

 

BBC-ის ცნობით, ტიკრიტის გათავისუფლების ოპერაცია, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ერაყისთვის ძალაინ მნიშვნელოვანია, რადგან მოსულის დაბრუნების პერსპექტივაც გაჩნდება.


 მოხალისეები ტიკრიტის მახლობლად, ჩრდილოეთ ირანში პოზიციებს იკავებენ 02.03.2015 © EPA
მოხალისეები ტიკრიტის მახლობლად, ჩრდილოეთ ირანში პოზიციებს იკავებენ 02.03.2015 © EPA

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *