ახალი ამბები

შსს-მ პარლამენტის თანამშრომლებს შენობის დაცლის რეკომენდაცია მისცა

21 ივნისი, 2019 • 768
შსს-მ პარლამენტის თანამშრომლებს შენობის დაცლის რეკომენდაცია მისცა

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცეს, 17:30 საათისთვის შენობა დატოვონ.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა ანიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

პარლამენტთან დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილია მორიგი საპროტესტო აქცია შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი