ნეტგაზეთი | “ეს ჩაქცევა გაიწოვება და მერე აღგიდგება მხედველობაო, ახლა რაღაც სილუეტებს ვხედავ” “ეს ჩაქცევა გაიწოვება და მერე აღგიდგება მხედველობაო, ახლა რაღაც სილუეტებს ვხედავ” – Netgazeti
RU | GE  

“ეს ჩაქცევა გაიწოვება და მერე აღგიდგება მხედველობაო, ახლა რაღაც სილუეტებს ვხედავ”

“პირველი არხის” ოპერატორი კახა ჯონჯუა, რომელიც 20 ივნისის ღამით, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას დაზარალდა, თავს უკეთ გრძნობს.

ოპერატორს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვია, სახის არეში, თვალთან ახლოს მოხვდა.

“ახლა ჩამიყვანეს, თვალის ექოსკოპია გადამიღეს და აღმოჩნდა, რომ ძირი არ არის დაზიანებული. ეს ჩაქცევა, რაც არის, რომ გაიწოვება, მერე აღგიდგება მხედველობაო. თავიდან საერთოდ ვერ ვხედავდი ვერაფერს, ახლა რაღაც სილუეტებს ვხედავ”, – ამბობს კახა ჯონჯუა.

ის იხსენებს, როგორ განვითარდა მოვლენები, რომელთა დროსაც ტყვია მოხვდა. ოპერატორის თანახმად, ფაქტი მაშინ მოხდა, როცა აქციის მონაწილეები, დაშლის პირველი ტალღის შემდეგ, ისევ ბრუნდებოდნენ გამზირზე.

“თავიდან ტყვიებით უკანა ფლანგი რომ დაშალეს, შემდეგ უკვე წინის დაშლა რომ დაიწყეს და პირდაპირი სროლები დაიწყო, წინა ფლანგი დაბლა ჩავიდა. რაღაც მომენტის შემდეგ ხალხის ნაწილი დაბრუნდა უკან. ვიღებდი, ხალხი როგორ ბრუნდებოდა უკან, მაგრამ ამავე დროს, ადამიანების მცირე ნაწილი, 2-3 მათგანი, იდგა სპეც. რაზმის მხარეს. ამათ გავხედე, რა ხდებოდა, უფრო საინტერესო ხომ არ იყო, რომ ეს მხარე გადამეღო და ამ დროდ გამოძვრა ტყვია. რაღაც ზღაპრულად გადავრჩი”, – ყვება ის.

ამავე თემაზე

“ჩემმა 18 წლის დამ თვალი დაკარგა, ის უბრალო გამვლელი იყო”

უცნობია, დაშავებულს მხედველობა შეუნარჩუნდება თუ არა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან