ახალი ამბები

ქუცნაშვილი: “იმედს” ვუყურებდი და რაც ვნახე, პოლიცია იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ

21 ივნისი, 2019 •
ქუცნაშვილი: “იმედს” ვუყურებდი და რაც ვნახე, პოლიცია იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გადაამეტა თუ არა პოლიციამ ძალას “ქართული ოცნების” წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ის მთელი ღამის განმავლობაში ტელეკომპანია “იმედს” ადევნებთა თვალს და რაც ნახა პირიქით, პოლიცია იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ:

“მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ იმაზე, რაც მოხდა ღამე. ამაზე ოოპზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც ხდებოდა 12 საათამდე, ქართული საზოგადოების მღელვარებაზე – რა თქმა უნდა […] მე რაც ვნახე, მე ვუყურებდი ტელეკომპანია “იმედს” მთელი ღამის საათებში და მე რაც ვნახე, პირიქით, პოლიცია 3 საათის გნამავლობაში იყო ფიზიკური ძალადობის ქვეშ და ეს ნახა მთელმა მსოფლიომ” – თქვა დეპუტატმა.


ზაქარია ქუცნაშვილი დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაციის ვიზიტთან, რომლებიც გუშინ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში. ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ ენაზე უძღვებოდა, ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელძი იჯდა.

როგორც გაირკვა, ასაბლეის ამ ფორმატში ჩატარებასა და რუსული დელეგაციის ვიზიტის თაობაზე ინფორმირებული იყო როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე დეპუტატი ქუცნაშვილიც.

გავრილოვის ვიზიტი მრავალათასიან მიტინგზე გააპროტესტეს მოქალაქეებმა. საპროტესტო აქცია გვიან ღამით პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ასევე პოლიციამ გამოიყენა რეზინის ტყვიებიც რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 ადამიანი.

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი