ადამიანის უფლებათა კომისარი ხელისუფლებას მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს

ეუთოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი 20 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ევროკომისარი ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დიალოგით ნებისმიერი დაპირისპირება მოგვარდება.

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით, თბილისში გვიან ღამით თბილისში პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება. ვწუხვარ, რომ ათობით დემონსტრანტი, ჟურნალისტი და პოლიციელი ამ დეპირისპირების შედეგად დაშავდა. ზოგიერთი მათგანი სერიოზულადაც. ვიმედოვნებ, დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან. მოვუწოდებ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი დიალოგის გზით ნებისმიერი დაპირისპირების მოგვარება.

ვისურვებ, რომ საქართველოს მთავრობა მომხდარზე სწრაფ და ეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ პოლიციის მიერ გადადგული ნაბიჯერი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შესაბამისობაში იყო ადამიანის უფლებებთან,” – აცხადებს მიატოვიჩი.

20 ივნისს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტთან. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

 20-21 ივნისს თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების გამო ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 240 პირს. დაშავებულთა შორის, ოფიციალური ინფორმაციით, 80 სამართალდამცველი იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.