ახალი ამბებიხელოვნება

Tbilisi Open Air-ის განცხადება: ფესტივალი იწყება, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან

21 ივნისი, 2019 • 2229
Tbilisi Open Air-ის განცხადება: ფესტივალი იწყება, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან

ფესტივალი Tbilisi Open Air განცხადებას ავრცელებს. ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალი დღეს, გრაფიკის თანახმად დაიწყება.

„მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაყენებს საფესტივალო განწყობაზე, ძალიან ვწუხვართ და ვბრაზობთ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო.

Tbilisi Open Air არ არის მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი, ეს არის სივრცე, რომელშიც თავისუფლების, როგორც ყველაზე დიდი ღირებულების გარშემო გაერთიანებული ადამიანები იყრიან თავს, უკვე მეათე წელია.

ამ დროისთვის უკვე ასეულობით არტისტი და სტუმარია ჩამოსული, საფესტივალო ქალაქი გაშენებულია და ჩვენ აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს აქედან.

Tbilisi Open Air 2019 იწყება, ვგმობთ ძალადობას და ვაღიარებთ მხოლოდ ერთადერთ ღირებულებას – თავისუფლებას!“ – ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ fb გვერდზე.

წელს Tbilisi Open Air-ი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება.

Tbilisi Open Air წელს მეათე იუბილეს აღნიშნავს და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან: Rhye; David August; The Subways; Michelle Gurevich; 1200 Micrograms და “მწვანე ოთახი”. სრული ლაინაფი ნახეთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი