Franz Ferdinand, Unkle და Mogwai – Tbilisi Open Air-ის ლაინაფი

წელს Tbilisi Open Air 2019 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. შემსრულებლებს შორის, რომლებიც თბილისში Open Air-ის ფარგლებში ჩამოვლენ, არიან Franz Ferdinand, Unkle და Mogwai. 

Tbilisi Open Air წელს მეათე იუბილეს ითვლის და საფესტივალო სივრცე ტრადიციულად რამდენიმე სცენას მოიცავს.

ფესტივალის ჰედლაინერებს შორის არიან ისეთი შემსრულებლებიც, როგორიცებიც არიან Rhye; David August; The Subways; Michelle Gurevich; 1200 Micrograms და “მწვანე ოთახი”

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 7 აპრილის ჩათვლით 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შადგენს. საწყის ეტაპზე გაიყიდება შეზღუდული რაოდენობის, კერძოდ კი, 1500 ბილეთი. 8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება, 8 აპრილიდანვე დაიწყება დღიური ბილეთების გაყიდვა.

ბილეთები იყიდება ონლაინ: tkt.ge/openair, ასევე, ფილარმონიის სალაროებში.

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, სიმღერებს ქართველი არტისტები – MokuMoku, LOUDspeakers შეასრულებენ.

22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE , Rhye და “მწვანე ოთახი” გამოვლენ, ხოლო 23 ივნისს Mogwai, The Subways, Michelle Gurevich და Salio იმღერებენ.

სრული ლაინაფი ასე გამოიყურება:

ფოტო: Tbilisi Open Air

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.