ახალი ამბები

შსს–მ ქურდობის ბრალდებით აეროპორტის თანამშრომელი დააკავა

10 დეკემბერი, 2014 • 1182
შსს–მ ქურდობის ბრალდებით აეროპორტის თანამშრომელი დააკავა

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონი ს. კონტეინერში მგზავრთა ბარგის ჩატვირთვისას ფარულად დაეუფლა დანიის მოქალაქის ბარგში არსებულ 300 ევროს ღირებულების „სამსუნგის“ ფირმის ციფრულ ფოტოაპარატს. ბრალდებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის მტვირთავად 2011 წლიდან მუშაობდა.  


“ასევე დადგინდა, რომ ანტონი ს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სისტემატურად იპარავდა საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში მიმავალ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილ პირად ნივთებსა და ელექტროტექნიკას,”– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კადრი შსს–ს მასალიდან
კადრი შსს–ს მასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი