ახალი ამბები

ხელისუფლებას პრაიდის მონაწილეთა დაცვას ეუთოს ადამიანის უფლებათა კომისარიც სთხოვს

20 ივნისი, 2019 • 927
ხელისუფლებას პრაიდის მონაწილეთა დაცვას ეუთოს ადამიანის უფლებათა კომისარიც სთხოვს

ეუთოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაიცვას დაგეგმილი „თბილისის პრაიდის“ მონაწილეები.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლებები და მათ ამ უფლებებით სარგებლობა განურჩევლად უნდა შეეძლოთ. ეს ნიშნავს, რომ ყველა, ლგბტი ადამიანების ჩათვლით, უნდა დაიცვან ძალადობისა და სიძულვილის ენისაგან, უნდა ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩატარება“, — წერს მიატოვიჩი.

მისი შეფასებით, ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები შემაშფოთებელია და „საჭიროებს გადამწვეტ მოქმედებებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რათა მონაწილეთა უსაფრთხოება დაცული იყოს“.

ის გამოეხმაურა მუქარას სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ, განაცხადა, რომ მიესალმება გამოძიების დაწყებას და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეს დროულად გამოავლენენ.

მიატოვიჩი ადრე იყო ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი