შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც რუსთაველის მეტროში 19 ივნისის ღამით მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა. ინციდენტისას ორ კაცს, სავარაუდოდ, საყურის გამო სცემეს.
“მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1986 წელს დაბადებული პირი დააკავა, რომელიც მიმალვას ცდილობდა. პოლიციამ ის ვაშლიჯვრის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა”, – ამბობს შსს.
ცნობა აღნიშნული ინციდენტის შესახებ, თავდაპირველად, “პირველმა არხმა” გაავრცელა. არხი იუწყებოდა, რომ აგრესიულად განწყობილი კაცების ჯგუფი 19 ივნისს, გვიან ღამით, ორ ბიჭს იმის გამო დაესხა თავს, რომ მათ საყურე ეკეთათ. როგორც ტელეკომპანია იტყობინებოდა, ფაქტს შეესწრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელმაც მომხდარი ტელეფონით გადაიღო.
“საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება”, – პირველი არხის ცნობთ, ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. ვიდეოზე აღბეჭდილია, აგრესიული კაცები როგორ იგინებიან.
თბილისის მეტროში 2 ბიჭს თავს საყურის გამო დაესხნენ – პირველი არხი