ახალი ამბები

თბილისის მეტროში 2 ბიჭს თავს საყურის გამო დაესხნენ – პირველი არხი

20 ივნისი, 2019 • 3614
თბილისის მეტროში 2 ბიჭს თავს საყურის გამო დაესხნენ – პირველი არხი

აგრესიულად განწყობილი კაცების ჯგუფი 19 ივნისს, გვიან  ღამით, ორ ბიჭს იმის გამო დაესხა თავს, რომ მათ საყურე ეკეთათ. როგორც პირველი არხი იტყობინება, ფაქტს შეესწრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თეონა მანაგაძე, რომელმაც მომხდარი ტელეფონით გადაიღო.

“საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება”, – პირველი არხის ცნობთ, ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ. ვიდეოზე აღბეჭდილია, აგრესიული კაცები როგორ იგინებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის დეტალებს არკვევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი