ახალი ამბები

რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი

20 ივნისი, 2019 • 2569
რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა – ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლაზე ამბობს, რომ ეს მისთვის მძიმედ სანახავია.

“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი. არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა,“- წერს ჩუგოშვილი.

რუსეთის დელეგაცია, დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით, საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია თბილისში 19-22 ივნისს იმართება

გავრილოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს. ოპოზიცია ასამბლეას ბოიკოტს უცხადებს. ოპოზიციის ინფორმაციით, გავრილოვი თავის დროზე აფხაზეთის ომშიც მონაწილეობდა თავად დეპუტატი ამ ცნობას უარყოფს.

დელეგაციას სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან მოსახლეობა საპროტესტო აქციით დახვდა.

გარეკანი ფოტო: ინტეპრესნიუსი

რუსი დეპუტატები თბილისში დაგეგმილ ასამბლეაზე და ოპოზიციის ბოიკოტი

მასალების გადაბეჭდვის წესი