ახალი ამბები

მაგდა ანიკაშვილი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსად ოფიციალურად დაინიშნა 

19 ივნისი, 2019 • 2924
მაგდა ანიკაშვილი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსად ოფიციალურად დაინიშნა 

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად მაგდა ანიკაშვილი ოფიციალურად დაინიშნა.

მიმდინარე წლის აპრილიდან ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო.

ჟურნალისტმა და VII მოწვევის პარლამენტის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ანა გოჩაშვილი ჩაანაცვლა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ოთხი განყოფილებისგან შედგება:

  • პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერობის ვებპორტალის განვითარების განყოფილება
  • მედიამონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება
  • პრესცენტრი
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილება

ამავე თემაზე:

ანა გოჩაშვილმა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი