ახალი ამბებიხელოვნება

“მაფიქრდება და ვწერ” – 9 წლის კომპოზიტორმა პირველი კონცერტი გამართა [ვიდეო]

17 ივნისი, 2019 • 8113
“მაფიქრდება და ვწერ” – 9 წლის კომპოზიტორმა პირველი კონცერტი გამართა [ვიდეო]

ცოტნე ზედგინიძე 9 წლის პიანისტი და კომპოზიტორია. როგორც ცოტნე ამბობს, საკუთარ კომპოზიციებს 7 წლიდან წერს და ამ დროისთვის უკვე 3 ნაწარმოები აქვს შექმნილი. როგორც ცოტნემ “ნეტგაზეთს” უთხრა, მისი ოჯახის წევრები მუსიკოსები არიან და ამ სფეროთი ამიტომ დაინტერესდა.

9 წლის კომპოზიტორის პირველი კონცერტი 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უივერსიტეტის მუსიკის ცენტრში გაიმართა და ცოტნემ მსმენელისთვის როგორც საკუთარი, ასევე სხვა კომპოზიტორების კომპოზიციები შეასრულა.

როგორც ცოტნე ამბობს, ამ საქიამონის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. 9 წლის კომპოზიტორის წარმატებაში დარწმუნებულია ნიკოლოზ რაჭველი. ინფორმაცია ცოტნეს პირველი კონცერტის შესახებ სწორედ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გაავრცელა:

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე! დიდი, ძალიან დიდი მუსიკოსი იზრდება საქართველოში ცოტნე ზედგინიძის სახით. მინდა რომ მან შეძლოს ბოლომდე გახსნა, აღმაფრენა და წარმატება. მჯერა მისი”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი 9 წლის ცოტნეზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი