ახალი ამბები

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ – ბახტაძე სერგეენკოს გადადგომაზე

17 ივნისი, 2019 • 1267
მოვლენებს წინ არ გავუსწროთ – ბახტაძე სერგეენკოს გადადგომაზე

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეცვლა.

“გუნდში განახლება და ახალი სისხლი, განვაცხადეთ, რომ არის ჩვენი პრიორიტეტი. დათო სერგეენკო  იყო, არის და მინდა დაგარწმუნოთ, მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის ერთგული და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. თქვენ იქნებით პირველი, ვინ ამის შესახებ შეიტყობთ”, – განაცხადა ბახტაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, კერძოდ, დავით სერგეენკოს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საჩხერის საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე ცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი