ახალი ამბები

ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ, – სერგეენკო თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

17 ივნისი, 2019 • 1690
ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ, – სერგეენკო თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

“ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერის პრეროგატივა. მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება და განაცხადოს. ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. მე ვერც დაგიდასტურებთ და ვერც გამოვრიცხავ. იმის გათვალისიწნებითაც კი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესია, ეს არის პრემიერ-მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება”, – განუცხადა სერგეენკომ “რუსთავი 2”-ს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო თანამდებობას ტოვებს. დავით სერგეენკოს შემცვლელად საჩხერის კლინიკის დირექტორის ეკატერინე ტიკარაძის კანდიდატურა განიხილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი