ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტმა მედიასთან არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემებსა და „სილქ სატის“ შესახებ ისაუბრა

14 ივნისი, 2019 • 2815
სილქნეტმა მედიასთან არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემებსა  და „სილქ სატის“ შესახებ ისაუბრა

სილქნეტმა მრავალფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ მედიასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც  კომპანიის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი, კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე, დირექტორთა საბჭოს წევრები და კომპანიის დამფუძნებლები უძღვებოდნენ.

შეხვედრის თემა საქართველოში არალეგალური კონტენტის გავრცელება და  კომპანიის ახალი სატელიტური პროდუქტის „სილქ სატის“ წარდგენა იყო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის, საქართველოში ასობით ათასი აბონენტი არალეგალური გზით იღებს  სატელიტურ მომსახურებას, შედეგად, მილიონობით დოლარი გაედინება გაურკვეველი მიმართულებით. ამით მნიშვნელოვნად ზიანდება, როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ასევე ბიზნესი. ამასთან ვერ ხერხდება  კონტენტის რეგულირება და რუსული პროპაგანდისტული არხების დაბლოკვა.

კომპანიის ხელმძღვანელობა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან და საკუთარი წვლილი შეიტანოს  სატელიტური მაუწყებლობის ლეგალიზაციის საქმეში.

შეხვედრაზე დაანონსდა სილქნეტის ახალი სატელიტური პროდუქტი „სილქსატი“, რომელშიც  უცხოური არხები და ქართული სატელევიზიო კონტენტია ინტეგრირებული. აღინიშნა, რომ შეთავაზებულ პაკეტში შესული რუსულენოვანი არხებიდან  არცერთი არაა საინფორმაციო, განსხვავებით იმ არალეგალურად შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტისა.

კომპანია სილქნეტი „სილქსატს“თბილისისა და რეგიონის მცხოვრებთ უახლოეს მომავალში შეთავაზებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი