ახალი ამბები

კარასინს “არ აწყობს” აშშ-ის ტონი რუსეთსა და ჩინეთზე ანაკლიის პორტის კონტექსტში

13 ივნისი, 2019 • 1478
კარასინს “არ აწყობს” აშშ-ის ტონი რუსეთსა და ჩინეთზე ანაკლიის პორტის კონტექსტში

“საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მოუხერხოს ანაკლიის პორტს. მაგრამ რაც რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ითქვა, ეს სულაც არ არის ის ტონი, რაც ჩვენ გვაწყობს” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა 13 ივნისს, პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყების წინ.

ამ ინფორმაცია რადიო თავისუფლება ავრცელებს.

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს, 13 ივნისს შედგა პრაღაში, თუმცა შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კარასინის კომენტარი არის პასუხი აშშ -ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით.

“მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს” – ეს განცხადება  მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაიცავს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისაგან. მისი თქმით, ეს ქვეყნები მოჩვენებითი მეგობრები არიან, სინამდვილეში კი გულში საქართველოს ინტერესები არ აქვთ.

აშშ-ჩინეთის ინტერესთა გადაკვეთა ანაკლიაში და საქართველო

ვიმედოვნებ, საქართველო პორტს დაასრულებს – პომპეო

მასალების გადაბეჭდვის წესი