ვიმედოვნებ, საქართველო პორტს დაასრულებს – პომპეო

“მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს” – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პომპეოს თქმით, ეს პროექტი საქართველოს დაიცავს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენისაგან. მისი თქმით, ეს ქვეყნები მოჩვენებითი მეგობრები არიან, სინამდვილეში კი გულში საქართველოს ინტერესები არ აქვთ.

მისი თქმით, პორტით საქართველო თავისუფალ ეკონომიკებს დაუკავშირდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com