ახალი ამბები

მამრობითი სქესის წიწილების განადგურება კვლავ კანონიერია- გერმანია

13 ივნისი, 2019 •
მამრობითი სქესის წიწილების განადგურება კვლავ კანონიერია- გერმანია

გერმანიის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფრინველის და კვერცხის მწარმოებლებს კვლავ ექნებათ უფლება გაანადგურონ არასასურველი მამრობითი სქესის წიწილები.

გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, კვლავ დახოცონ მამრობითი სქესის წიწილები მანამ ვიდრე  ალტერნატიული მეთოდები მოიძებნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს, რომლის თანახმად, მამრობითი სქესის წიწილების მასობრივად განადგურება ამ ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში.

მას შემდეგ, რაც სქესის იდენტიფიცირება მოხდება, მილიონობით ახალშობილი ფრინველს ანადგურებენ გაზით ან სხვა სასტიკი მეთოდებით.

ოფიციალური ცნობით, მხოლოდ გერმანიაში ყოველწლიურად კლავენ  დაახლოებით 45 მილიონ მამრობითი სქესის წიწილებს.

რატომ იმსჯელა ამ თემაზე გერმანიის უმაღლესმა  სასამართლომ?

ბიბისის ცნობით, 2013 წელს ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის ადგილობრივმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ინკუბატორებში წიწილების მკვლელობის წინააღმდეგ, რაც შემდეგ კვერცხის მწარმოებელმა ორმა კომპანიამ გაასაჩივრა.

გერმანიის ცხოველთა დაცვის აქტის მიხედვით, ცხოველებს “არავინ არ უნდა მიაყენოს ტკივილი ან ზიანი გონივრული მიზეზის გარეშე. თუმცა, სასამართლოს ამჟამინდელი განმარტებით, წიწილების განადგურებას გონივრული მიზეზი აქვს.

გერმანიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამ პრაქტიკას ეთიკურად მიუღებელი უწოდა და მისი აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა, თუმცა ხუთშაბათს უზენაესმა სასამართლომ  წიწილების სელექციურად დახოცვის უფლება კვლავ შესაძლებლად დატოვა მანამ, ვიდრე კვერცხებში სქესის განსაზღვრისთვის ალტერნატიულ მეთოდებს არ გამოიგონებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი