ახალი ამბები

ეროვნულ საშენ მეურნეობაში იშვიათი ფრინველის, ხონთქრის ქათმის წიწილები გამოიჩეკა

3 აპრილი, 2019 •
ეროვნულ საშენ მეურნეობაში იშვიათი ფრინველის, ხონთქრის ქათმის წიწილები გამოიჩეკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში „წითელი წიგნში“ შეტანილი ფრინველის, ხონთქრის ქათმის, იგივე პორფირიონის წიწილები გამოიჩეკა. საქართველოს ვოლიერში ხონთქრის ქათამი პირველად გამრავლდა.

2016 წლიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში ენდემური ველური ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება ხდება. გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა; მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

დღეისათვის, მეურნეობაში 700 ფრთა კაკაბი, 100 ფრთა კოლხური ხოხობი და 20 ფრთა ე.წ. „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათამი ბინადრობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი