ახალი ამბები

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა

12 ივნისი, 2019 • 1577
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა

სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის (გუბერნატორი) მესამე მოადგილედ მუსიკალური ჯგუფის, “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე დაინიშნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ინფორმაცია თავდაპირველად “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა.

გუბერნატორის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზურა ხაჩიძის მოვალეობებისა და ფუნქციების შესახებ მათ ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალები მალე გამოქვეყნდება.

რაც შეეხება ხაჩიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ის სხვადასხვა დროს თანამშრომლოდბა ქდმ-სთან, პატრიოტთა ალიანსთან. ბოლოს მონაწილეობდა ლადო კახაძის მხარდამჭერ კამპანიაში.

გარეკანი ფოტო: ზურა ხაჩიძის ფეისბუკ გვერდი 

ამავე თემაზე

სპორტი, კულტურა და განათლება – რაზე იმუშავებს ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის სამხარეოში

მასალების გადაბეჭდვის წესი