დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა მაია კოჟიანჩიჩმა 7 ივნისს ბრიუსელში განაცხადა:
„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს”.
დღეს, 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბანები მოსკოვში და სოხუმშიც არის გახსნილი. ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო სიებში დაახლოებით 31 ათასი ამომრჩეველია.
როგორ ათანხმებენ კრემლთან საარჩევნო კანდიდატებს სამხრეთ ოსეთში