ახალი ამბები

მომხრე ვარ, საარჩევნო წესით იქნება თუ ზოგადსაკაცობრიო, დარღვევები არ იყოს – კახაძე

9 ივნისი, 2019 •
მომხრე ვარ, საარჩევნო წესით იქნება თუ ზოგადსაკაცობრიო, დარღვევები არ იყოს – კახაძე

მე მომხრე ვარ, დარღვევები არ იყოს, – ასე უპასუხა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდოდატმა ლადო კახაძემ “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩეველების აღრიცხვის შესახებ დასმულ კითხვას.

“თუ რაიმე დარღვევა იქნება, ამას საჩივრის სახით დააფიქსირებს მოსახლეობა და განიხილავს შესაბამისი ინსტანცია. მე მომხრე ვარ, ადმინისტრაციული წესით იქნება, საარჩევნო წესით თუ ზოგადსაკაცობრიო, დარღვევები არ იყოს”, – განაცხადა კახაძემ.

კახაძემ, რომელმაც საკუთარო არჩევანი მთაწმინდის მე-12 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა, მადლობა გადაუხადა საკუთარ მხარდამჭერებს, მედიას, ასევე მათ, ვინც მის პოლიტიკაში დაბრუნებას ხელი შეუწყო, მათ შორის, “ქართულ ოცნებას” და ოპოზიციის წარმომარდგენლებსაც.

“დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საარჩევნო პერიოდში ჩემს მხარეს ან ჩემი ოპოზიციის მხარეს იდგა, ისინი ზნემაღლად, კეთილშობილად და პატიოსნად იქცეოდნენ და მათი იმედები უნდა გამართლდეს”,- განაცხადა კახაძემ.

დღეს, 9 ივნისს, მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება. მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ “ქართული ოცნების” კანდიდატ ლადო კახაძესა და “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი