2019 წლის 19 ივნისს, თბილისში, ბიას ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი -“განვითარებადი ბაზრების ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები” გაიმართება. ფორუმი უმასპინძლებს რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ 500-ზე მეტ წამყვან ლიდერს 15-ზე მეტი ქვეყნიდან.
ღონისძიება 50-ზე მეტ მოწვეულ სპიკერს აერთიანებს და განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიც არის FSU (ყოფილი საბჭოთა კავშირის) ქვეყნების რეგიონული ეკონომიკა, საოჯახო ბიზნესები და ქონების მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობები, კერძო და ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო პერსპექტივები და სალიზინგო შესაძლებლობები განვითარებადი ბაზრებისთვის. FSU ქვეყნების 300 მილიონიანი ბაზარი ახალ შესაძლებლობებს ქმნის გლობალური ბიზნესისათვის.
ფორუმი თავს მოუყრის FSU ქვეყნების წამყვანი სექტორის ლიდერებს, პოტენციურ ინვესტორებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომლებიც ფორუმის ფარგლებში უკეთ გაეცნობიან ბიზნესის კეთების შესაძლებლობებს FSU ქვეყნებში და მაღალი რანგის ექსპერტებს, რომლებიც დამსწრე აუდიტორიას ქონების მართვისა და ოჯახური ბიზნესების საშუალებით ეკონომიკის სწრაფი განვითარების შესაძლებლობებს გააცნობენ.
ფორუმზე გაიმართება ინტერაქტიული პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები ეკონომიკური და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან, გავლენიანი პირებთან და მეწარმეებთან. ასევე B2B შეხვედრები პროექტის მფლობელებთან და მიზნობრივ ინვესტორებთან.
ფორუმის სამიზნე აუდიტორია მოიცავს წარმომადგენლებს რეგიონული საინვესტიციო საზოგადოებიდან, მათ შორის: მთავრობის წარმომადგენლებს, მინისტრებს, გლობალური კომპანიების აღმასრულებლებს, საინვესტიციო სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, დიპლომატიურ მისიებს, ასოციაციების წარმომადგენლებსა და მედიას.
იხილეთ ფორუმის დღის წესრიგი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს