ახალი ამბებირეკლამა

ბია ქართული კომპანიების შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

11 თებერვალი, 2019 •
ბია ქართული კომპანიების შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს

ბიას ანგარიში მოიცავს კომპანიის ონლაინ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით მომზადებულ შემაჯამებელ სტატისტიკას, რომელიც აერთიანებს მონაცემებს ბაზაში არსებული 41 000-ზე მეტი ქართული კომპანიის შესახებ. ბიას ბაზას გასულ წელს 4,000-ზე მეტი ახალი კომპანია დაემატა, რომელთა უმრავლესობა სამშენებლო სფეროს, კვების პროდუქტებს და ტურიზმის სფეროს მიეკუთვნება.

სტატისტიკის მიხედვით, ბაზაში არსებული ქართული კომპანიების 3.9% მსხვილი, 15% საშუალო, ხოლო ხოლო 81.1% მცირე ზომის კომპანიაა.


რაოდენობის მიხედვით კი ტოპ 5 სფერო, სადაც ყველაზე მეტი კომპანია ფიქსირდება არის:

[checklist]

  • სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;
  • კვების პროდუქტები;
  • მედიცინა, სილამაზე და სპორტი;
  • საოფისე და საოჯახო საქონელი;
  • რესტორნები, ბარები.

[/checklist]


ბიას ონლაინ ბაზაში რეგისტრირებული კომპანიების უმრავლესობა – 65.75% თბილისშია განთავსებული, 11% – აჭარაში, 6.83% იმერეთის რეგიონში, დანარჩენი კომპანიები კი სხვა რეგიონებში.

2018 წლის მონაცემებით, ბიას ბაზაში ფიქსირდება 7,952 იმპორტიორი და 1,494 ექსპორტიორი კომპანია. ყველაზე ხშირად, იმპორტი ხორციელდება დასავლეთ ევროპიდან და შუა აღმოსავლეთიდან, ხოლო ექსპორტი ხორციელდება აზიასა და კავკასიის რეგიონში.  

რაც შეეხება დასაქმებულ თანამშრომლებს, წინა წლების მსგავსად, ბიას ბაზაში არსებული კომპანიების უმრავლესობაში, დასაქმებული მამაკაცების რაოდენობა აღემატება ქალი თანამშრომლების რიცხვს. კომპანიების უმრავლესობაში, დასაქმებულთა საშუალო ასაკი 31-40 წელია.

კომპანია ბია მართავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ყველას დიდ და მუდმივად განახლებად ონლაინ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს დეტალურ ბიზნეს ინფორმაციას 41 000-ზე მეტი კომპანიის შესახებ. კომპანიების მოძიება შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე – www.bia.ge.

ბიას შემაჯამებელი ანგარიშის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი