ახალი ამბები

კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის ბრალი 10 პირს წარედგინა

7 ივნისი, 2019 • 1072
კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის ბრალი 10 პირს წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის ბრალი 10 პირს წარედგინა.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმართეს ერთ-ერთ ორგანიზაციას, რა დროსაც, სესხის მიღების მიზნით, წარადგინეს ყალბი ცნობები ფინანსური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, ყალბი საბანკო ამონაწერები, თითქოსდა ისინი იყვნენ სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები და ერიცხებოდათ შესაბამისი შემოსავალი:

“გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს კრედიტის უკანონოდ აღების ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავე პირების მხილების მიზნით. გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, 2019 წლის განვლილ პერიოდში, საგამოძიებო სამსახურის მიერ აღნიშნული სახის დანაშაულში მხილებულია 15 პირი”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი