ახალი ამბები

NDI: მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა არ მუშაობს

26 ნოემბერი, 2014 • 1036
NDI: მოსახლეობის 65% მიიჩნევს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის უკეთესია, თუ დედა არ მუშაობს

39% ეწინააღმდეგება, ხოლო 55% ეთანხმება, რომ საქართველოში ქალები ვერ მიაღწევენ ისეთ წარმატებას, როგორც კაცები, რადგან პირველ რიგში ოჯახზე ზრუნვაზე არიან პასუხისმგებელნი. გამოკითხულთა 55% ეთამხმება, ხოლო 37% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ დასაქმებული დედები ისევე კარგად უვლიან შვილებს, როგორც დედები, რომელთაც სამსახური არ აქვთ. მოსახლეობის 47% არ ეთანხმება, რომ ქალები სამსახურის ქონის გარეშეც, მხოლოდ ოჯახზე ზრუნვითაც შეიძლება იყვნენ, 44% კი ამ მოსაზრებას ეთანხმება.

 

კვლევა “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში” NDI-ს დაკვეთით CRRC-ის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. NDI-ს განცხადებით, კვლევის მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის გამოვლენა ისეთ საკითხებზე, როგორებიც არის ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, დაბრკოლებები ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, გენდერული როლები და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მექანიზმები.

 

კვლევის საველე ნაწილი 2014 წლის 10–30 ოქტომბერს გაიმართა და 3 885 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ს ცნობით, კვლევა ჩატარდა კლასტერული და სტრატიფიცირებული შერჩევის მეთოდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი