ახალი ამბები

ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს მოუწოდეს პრაიდის უსაფთხოების დაცვისკენ

6 ივნისი, 2019 •
ბრიტანეთის თემთა პალატაში საქართველოს მოუწოდეს პრაიდის უსაფთხოების დაცვისკენ

გაერთიანებულის სამეფოს თემთა პალატაში (პარლამენტის ქვედა პალატაში) თბილისის პრაიდის შესახებ ისაუბრეს და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

6 ივნისს თემთა პალატის სპიკერს, ჯონ ბერკოუს „თბილისი პრაიდზე“ შეკითხვა დაუსვა მარტინ ჰიუსმა, შოტლანდიის ეროვნული პარტიის (SNP) წარმომადგენელმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში. კითხვის ფორმულირება ასეთი იყო:

„ბატონო სპიკერო … ევროპის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, საქართველო, განსაკუთრებით კი, მისი შინაგან საქმეთა სამინისტრო, არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას პრაიდის თვეში, თბილისის ისტორიაში პირველ პრაიდზე. წინა წლებში რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ანტილგბტ ძალადობის ისტორიის გათვალისწინებით, მაინტერესებს, ბატონო სპიკერო, როგორ შეიძლება, რომ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობას, არამედ მის ელჩს გაერთიანებულ სამეფოში, გადავცეთ, რომ პალატა მეტად იმედგაცრუებულია“…

კითხვაზე პასუხად სპიკერმა ბერკოუმ თქვა:

…„მთლიანად პალატის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმ დისკუსიებიდან გამომდინარე, რასაც ბოლო წლებში ამ პალატაში ჰქონია ადგილი, მე აბსულუტურად ვიზიარებ ღირსეული ჯენტლმენის პოზიციას. იმის დაშვება, რომ ასეთი მარში ვერ გაიმართება უსაფრთხო გარემოში, მონაწილეების ფიზიკური უსაფრთხოების გარანტიით, ვფიქრობ, შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ინსტინქტებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ქართველები მიიღებენ საჭირო ზომებს [რათა პრაიდი უსაფრთხოდ ჩატარდეს]“, — თქვა სპიკერმა ჯონ ბერკოუმ.

ბერკოუმ ასევე ისაუბრა რუსეთში ადამიანის უფლებების, მათ შორის ლგბტ ადამიანების უფლებების, დაუცველობაზეც: „ეს არის აბსოლუტურად დაუკმაყოფილებელი ვითარება და დროა, რომ უფრო ცივილიზებული გახდნენ ამ მნიშვნელოვან საკითხებში“, — თქვა მან.

ნახეთ ასევე:

პრაიდის ჩატარება ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ ადგილებსა და ფორმატში შეუძლებელია – შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი