“რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. “სტრატეგიულ პარტნიორობის ხელშეკრულების” ხელმოწერა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან, აფხაზეთთან საზიანოა იმ ძალისხმევისთვის, რაც რეგიონში უსაფრთოხების კუთხით კეთდება. რუსეთსა და აფხაზეთს შორის აქამდე გაფორმებული ხელშეკრულებების მსგავსად, ეს შეთანხმებაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”,- აცხადებს მოგერინი.
24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთმა სოჭში “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.





