თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც 3 ივნისს წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო გზა ჩაინგრა და მიმდებარე საცხოვრებელი ფართები დაიტბორა, დღეს, 5 ივნისს, წყალმა ისევ ამოხეთქა.
“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” დაზიანებული მილი 3 ივნისს შეაკეთა და გზაც ხელახლა დააგო, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. მაგლობლიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის ძლიერი ნაკადი 2 დღის შემდეგ ისევ მოედინება.
“ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ცხელი ხაზის ცნობით, დაზიანების გამო წყალი 6 ივნისის დილის 8 საათამდე შეუწყდება საბურთალოს რაიონში მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილს.
ნეტგაზეთი არკვევს, რამ გამოიწვია წყლის ხელმეორედ ამოხეთქვა.
თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც GWP-იმ წყლის ცენტრალური მილი გუშინ შეაკეთა და გზაც დააგო, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა.
მეტი: https://netgazeti.ge/news/369485/
ვიდეო: გიორგი კიკაბიძე
Posted by netgazeti.ge on Tuesday, 4 June 2019