თბილისში, ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, მგალობლიშვილის ქუჩაზე, დღეს დილით გზა ჩაინგრა და 2 ავტომობილი ჩაიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყებისვე ცნობით, გზის ჩანგრევა წყლის ცენტრალური მილის გასკდომამ გამოიწვია. დაიტბორა მიმდებარე საცხოვრებელი სახლების სარდაფები. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვაზე მუშაობენ.