ახალი ამბები

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალი 30 საათით შეუწყდება

14 ივნისი, 2023 • 2489
თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალი 30 საათით შეუწყდება

თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებია.

კომპანიის განცხადებით,, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 15 ივნისს დიდუბის რაიონში ჩატარდება ქსელზე ბოლო გადაერთებითი სამუშოები, რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო 15 ივნისს 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგი ქუჩების მაცხოვრებლებს:

დიდუბის რაიონიში:

  • რობაქიძის N 7,
  • ჩალაძის, დიღმის მას II კვარტალს N 9, 9ა, 10 ა , 16 , 17,
  • დიღმის მას. I კვარტალის N 14ა,
  • მარშალ გელოვანის გამზ. N 35,
  • აკაკი ბაქრაძის N 14, 15, 16, 40,
  • ნ. გაფრინდაშვილის I ჩიხი, ტრანსპორტის,
  • წინამძღვრიშვილის N133-137 (კენტებს), N176-200 (ლუწებს),
  • თამარ მეფის გამზ. N5-31 (კენტებს),
  • ნინოშვილის N61-69 (კენტებს),  N66-78 (ლუწებს),
  • წერეთლის გამზირს,
  • აღმაშენებლის გამზ.
  • N142-184 (ლუწებს),
  • N125-199 (კენტებს),
  • სურამის,
  • კვინიტაძის,
  • ლებანიძის,
  • აბასთუმნის,
  • თორნიკე ერისთავის N 1, 3, 9, 11,
  • თორნიკე ერისთავის ჩიხი N 3,
  • დიდუბის დასახლების ქუჩა,
  • ცაბაძის,
  • ფიფიების,
  • გორის,
  • ვორონინის,
  • იამანიძის,
  • მეტრეველის,
  • ბათუმის,
  • ა.ქურდიანის,
  • ყიფიანის,
  • ხვამლის,
  • დგებუაძის N 1,
  • პასტერის,
  • ვანის,
  • გოგოლაურის,
  • აგლაძის,
  • გუდაუთის,
  • ხოშარაულის,
  • ევდოშვილის,
  • კედიას,
  • თევდორე მღვდლის,
  • სოხუმის, ზუგდიდის,
  • ვ.ბაგრატიონის,
  • ქუთაისის,
  • გაფრინდაულის,
  • გვეტაძის,
  • დავით ბაქრაძის,
  • სტანისლავსკის,
  • სამტრედიის,
  • წყალტუბოს,
  • ცემის,
  • ბორჯომის,
  • ფოთის,
  • მირცხულავს,
  • მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების,
  • კერესელიძის
  • მაიაკოვსკის ქუჩებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი