თბილისში გზა ჩაინგრა და ავტომობილები ჩაიყოლა
თბილისში, ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, მგალობლიშვილის ქუჩაზე, დღეს დილით გზა ჩაინგრა და 2 ავტომობილი ჩაიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყებისვე ცნობით, გზის ჩანგრევა წყლის ცენტრალური მილის გასკდომამ გამოიწვია. დაიტბორა მიმდებარე საცხოვრებელი სახლების სარდაფები. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვაზე მუშაობენ.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed