UK-ის ფლოტის წამყვანი ავიამზიდი ნატოს “მზადყოფნის ინიციატივას” უერთდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, სამეფო ფლოტი მზად არის ყველაზე მოწინავე ავიამზიდითა და სამხედრო თვითმფრინავებით ნატოს “მზადყოფნის ინიციატივას” შეუერთდეს.

საუბარია დედოფალი ელიზაბედის  სახელით ცნობილ ავიამზიდსა და F-35 საბრძოლო თვითმფრინავზე, რომლებიც  ნატოს მოკავშირეებთან ერთად მსოფლიოში უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ნატოს “მზადყოფნის ინიციატივა 2018 წელს შეთანხმდა და მისი “მიზანია გააუმჯობესოს” ალიანსის ძალების ევროატლანტიკურ სივრცეში დისლოცირების შესაძლებლობები და სწრაფად უპასუხოს უსაფრთხოების გამოწვევებს. პროგრამა შავ ზღვასაც ფარავს.

“მოხარულნი ვართ განვაცხადოთ, რომ მსოფლიოში არსებულ გამოწვევათა გასამკლავებლად  ნატოს მალე ექნება შესაძლებლობა, მოუხმოს დედოფალ ელისაბედის ავიამზიდებსა და F-35 საბრძლო თვითმფრინავებს”,-აცხადებს ტერეზა მეი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.