ახალი ამბები

15-16 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების დღე გაიმართება

5 ივნისი, 2019 •
15-16 ივნისს რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების დღე გაიმართება

15-16 ივნისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული განათლების დღე Skills4Georgia გაიმართება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიების დამსწრე სტუმრებს სხვადასხვა კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება შეეძლებათ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანია ხელი შეუწყონ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განათლების მიღება. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ტერიტორია გადაწილებულია სივრცეებად და წარმოადგენს იმ სექტორებს, რომელშიც დუალური პროფესიული განათლების კუთხით საქართველო და გერმანია თანამშრომლობენ.

ფოტო: Skills4Georgia

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ეს დღე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ მომსვლელებს პირადად შეეძლებათ გაიცნონ პოტენციური დამსაქმებლები და ადგილზევე მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.

ღონისძიებაზე მოსულ ადაიანებს შეეძლებათ ადგილზე გამოსცადონ საკუთარი თავი სხვადასხვა პროფესიებში, მიიღონ ინფორმაცია განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ასევე ექნებათ საშუალება გაეცნონ გერმანიის საელჩოს, საქართველის განათლების სამინისტროსა და თბილისის მერიის სხვადასხვა კურსებს, პროგრამებსა და ინიციატივებს,” – წერია ღონისძიებისთვის გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი