10:00 გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმირებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მისამართი: სასტუმრო „ბეტსი“; მაყაშვილის ქუჩა № 32/34

10:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციები ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ,, ნაციონალური მოძრაობის“  ფრაქციების საბოლოო შენიშვნები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში.

მის: ლერმონტოვის #10.

11:00 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

11:00 საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. კონფერენციის მსვლელობისას მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული საქმიანობები განიხილება და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამა იქნება წარდგენილი.

ადგილი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი”

11:30 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: 2015 წლის ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

12:00 “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი ნიკოლოზ დავითულიანი და დაზარალებული ვლადიმერ ბერუაშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

13.00 „თბილისის წიგნის დღეებთან“ დაკავშირებული პრესკონფერენცია. მედიასთან შეხვედრას დაესწრებიან  გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი.

მისამართი: ზანდუკელის N16;  საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი

 

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, მომღერალი თამარ ივერი, ფსიქოლოგი თეო გოგოტიშვილი და დიზაინერი ლიკა ყაზბეგი ძალადობის მსხვერპლ ქალთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა – ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიის დაწყება და მიმართვა ხელისუფლებას და საზოგადოებას.

17:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს ფრაქციები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს წარმოადგენენ. სხდომას, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თავისუფლების #2.

 

24 ნოემბერი
24 ნოემბერი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *