10:00 გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმირებისა და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
მისამართი: სასტუმრო „ბეტსი“; მაყაშვილის ქუჩა № 32/34
10:30 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფრაქციები ბრიფინგს გამართავენ.
თემა: ,, ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების საბოლოო შენიშვნები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში.
მის: ლერმონტოვის #10.
11:00 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2015 წლის ბიუჯეტი.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:00 საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. კონფერენციის მსვლელობისას მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული საქმიანობები განიხილება და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამა იქნება წარდგენილი.
ადგილი: სასტუმრო „თბილისი მარიოტი”
11:30 “პირველ პრესკლუბში” თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: 2015 წლის ბიუჯეტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
12:00 “პირველ პრესკლუბში” ადვოკატი ნიკოლოზ დავითულიანი და დაზარალებული ვლადიმერ ბერუაშვილი, სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
13.00 „თბილისის წიგნის დღეებთან“ დაკავშირებული პრესკონფერენცია. მედიასთან შეხვედრას დაესწრებიან გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი.
მისამართი: ზანდუკელის N16; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, მომღერალი თამარ ივერი, ფსიქოლოგი თეო გოგოტიშვილი და დიზაინერი ლიკა ყაზბეგი ძალადობის მსხვერპლ ქალთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა – ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი კამპანიის დაწყება და მიმართვა ხელისუფლებას და საზოგადოებას.
17:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს ფრაქციები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს წარმოადგენენ. სხდომას, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: თავისუფლების #2.
