ახალი ამბები

ქუთაისში მშენებარე კორპუსის მე-2 სართულიდან მუშა გადმოვარდა

3 ივნისი, 2019 •
ქუთაისში მშენებარე კორპუსის მე-2 სართულიდან მუშა გადმოვარდა

ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, მშენებარე შენობის მეორე სართულიდან მუშა გადმოვარდა.

60 წლამდე მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობით და ტრავმული შოკით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა დაზიანებები ძირითადად ფეხის არეში მიიღო, ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსიის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი