იყიდე, წაიკითხე, აჩუქე… ჩაერთე „ნეტგაზეთის“ & „ბათუმელების“ გაძლიერების კამპანიაში

რატომ უნდა გააძლიეროთ პირადად თქვენ „ნეტგაზეთი“ & „ბათუმელები“? – იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არაერთი წელია ვიძიებთ, ვამოწმებთ ინფორმაციებს და თქვენ გაწვდით. ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთა უფლებები ირღვევა და პირებზე და სისტემებზე, რომლებიც მოქალაქეების უფლებებზე ახდენენ გავლენას. ამ პროცესში ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ – ჩვენი გამოცემების მფლობელები არ არიან მილიონერი, მილიარდერი ბიზნესმენები, ან პოლიტიკოსები, ვისთვისაც მედიას მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს – ადამიანებით მანიპულაციის. ჩვენ დღემდე არავისთვის მიგვიცია უფლება ჩაგვერიონ ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში, მასალებში, სარედაქციო გადაწყვეტილებებში.

მიუკერძოებელი, ეთიკური და კრიტიკული მედიის გაძლიერება ყველას გვჭირდება – საქართველოს მოქალაქეებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კარგი იქნება თუ თქვენ, ჩვენი მკითხველები მიიღებთ მონაწილეობას ჩვენი ვებგამოცემების გაძლიერებაში.

აქამდე რაც წაიკითხეთ იმაში თუ გვეთანხმებით, ახლა გეტყვით – როგორ:

შეიძინეთ ონლაინ ჩვენს მიერ გამოცემული წიგნები დიდი ფასდაკლებით. უკვე გაქვთ ისინი? გააჩუქეთ, მართლა არაჩვეულებრივი საჩუქარია ქართველი თუ უცხოელი მეგობრებისთვის:

„მოგზაურობა ძველ ბათუმში“ – გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების კრებულია, რომელიც მკითხველს საუკუნის წინანდელ ბათუმში აბრუნებს. წიგნი დასურათებულია კერძო ფოტოკოლექციებში დაცული ფოტომასალით, რომელიც ძველი ბათუმის ყოფა-ცხოვრებას, ქუჩებსა და ისტორიულ ფაქტებს ასახავს. „მოგზაურობა ძველ ბათუმში“ საუკეთესო სამახსოვრო საჩუქარია. ფასი: 30 ლარი [50 ლარის ნაცვლად].
„A TRIP TO OLD BATUMI“ – ეს ერთადერთი ინგლისურენოვანი წიგნია ბათუმის შესახებ. წიგნი იმაზეა, თუ როგორ იქცა ვაჭრებისა და მეთევზეების დასახლება ქალაქ ბათუმად, შავი ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქად. წიგნში მოთხრობილი ამბები ბათუმის ისტორიას აღწერს პოპულარული ენით, ქალაქის დაარსებიდან მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებამდე. ფასი: 50 ლარი.
„ბათომი“ – ასე ერქვა ბათუმს XX საუკუნის 30-იან წლებამდე, სანამ ქალაქს ოფიციალურად უწოდებდნენ ბათუმს. „ბათომი“ მხატვრულ-დოკუმენტური, უნიკალური ფოტომასალით დასურთებული წიგნია. ავტორი –  შოთა გუჯაბიძე . წიგნი ლიტერატურული პრემიის საბას ნომინანტია. ფასი: 30 ლარი [50 ლარის ნაცვლად].
„უცნობი ძველი აჭარა“ – წიგნი ძველი აჭარის შესახებ მოგითხრობთ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX  საუკუნის 20-30-იან წლებში, რას წერდნენ აჭარლებზე მოგზაურები, მწერლები და იმ ეპოქის აქტივისტები.. წიგნი დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით. ავტორი – სულხან სალაძე. ფასი: 25 ლარი.
  • აირჩიეთ წიგნი
  • გადარიცხეთ თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე;
  • მიაკითხეთ წიგნს ჩვენს ოფისებში, ან დაელოდეთ თქვენთვის სასურველ მისამართზე;
  • დანიშნულებაში მიუთითეთ: მედიის მხარდაჭერა – წიგნი „A TRIP TO OLD BATUMI“ [ ან სხვა].
  • დამატებით ინფორმაციაში სასურველია მიუთითოთ საკონტაქტო ინფორმაცია

საბანკო მონაცემები:

ბანკის დასახელება: პროკრედიტ ბანკი, საქართველო
ანგარიშის ნომერი: GE31PC0033600100024265
ბანკის კოდი: MIBGGE22
მიმღები: შპს გაზეთი ბათუმელები
დანიშნულება: ———————–

მისამართი:

წიგნის მისაღებად მობრძანდით რედაქციაში:

თბილისში: ლ. პასტერის გამზ. #7;  ნეტგაზეთის ოფისი.
ბათუმში: მ. აბაშიძის გამზ. #48.  ბათუმელების ოფისი;

თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, მოგვწერეთ მისამართი და  დამატებით გადაიხადეთ კურიერის მომსახურების ღირებულება – 5 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, მობ.: 555 267262,  555 928928

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი