ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობების გაწყვეტა რთულია – დიმიტრი ენიკი, სოხუმი

8 მაისი, 2019 • 1000
ქართველებთან მჭიდრო ურთიერთობების გაწყვეტა რთულია – დიმიტრი ენიკი, სოხუმი

ჩაწერა მარიანა კოტოვამ


დიმიტრი ენიკი, სოხუმი


მე ის არ მესმის, რატომ არ ესმით ქართველებს, რომ ჯერ კიდევ ათი წლის წინ რომ ვეღიარებინეთ, ახლა სულ სხვანაირი ურთიერთობები გვექნებოდა. დიდი ხანია დავამყარებდით როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო ურთიერთობებს. ყველაზე კეთილმეზობლურად ვიცხოვრებდით. ახლა ყველაფერი ეს არალეგალურია. ყველამ ვიცით, რომ ბევრი ჩადის საქართველოში და შემდეგ აქ არალეგალურად ვაჭრობს. სამკურნალოდ ლეგალურად მიდიან საკუთარ სინდისთან შეთანხმებით. ბევრი კიცხავს აქ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში მიდის. მაგრამ ბევრი კავშირები გვაქვს, რომელთა გაწყვეტაც საკმაოდ რთულია. მაგრამ ის, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარასდროს იქნება, ფაქტია, რომლის აღიარებაც საჭიროა იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. თუ ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებას მიიღებენ აფხაზებთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონდეს, ჩვენს ძმურ ურთიერთობებსაც ვერავინ გააფუჭებს.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი