ახალი ამბები

მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონშიც ითამაშებს — „იმედი“

2 ივნისი, 2019 •
მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონშიც ითამაშებს — „იმედი“

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალი „სამშობლოს“ ბოლო, მე-8 სეზონშიც ითამაშებს, — აცხადებს ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემა „იმედის დილა“, რომელსაც ნინიძემ ინტერვიუ მისცა.

ჩანაწერში ნინიძე ამას თვითონ არ ამბობს. როგორც წამყვანმა თქვა, ეს ნინიძეს კამერასთან არ უთქვამს, თუმცა მსახიობმა მას ნება დართო, საჯაროდ გამოეცხადებინა ეს ინფორმაცია.

მისივე თქმით, ნინიძე ამბობს, რომ მისი პერსონაჟი ბოლო სეზონში „დატვირთული იქნება“.

მერაბ ნინიძე რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნის, სერგეი მიროვის როლს ასრულებს. „ჰოუმლენდში“ ის პირველად 2018 წლის აპრილში გამოჩნდა — ტელეშოუს მეშვიდე სეზონის მეთერთმეტე სერიაში, „All in“. წინა სერიაში, „სასარგებლო იდიოტში“, მისი მხოლოდ ხმა ისმოდა.

„ჰოუმლენდის“ მერვე, ბოლო სეზონს 2019 წლის ბოლოსკენ ელოდებიან. გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი