მსახიობი მერაბ ნინიძე სერიალ “Homeland”-ის მეშვიდე სეზონში მონაწილეობს. “პირველი არხის” ინფორმაციით, მსახიობი სერიალის გადაღებებზე იმყოფება.
მერაბ ნინიძე IMDb-ზე წარმოდგენილ სერიალში მონაწილე მსახიობთა სიაში უკვე იძებნება.
ნინიძე სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე ეპიზოდში – Useful Idiot – უკვე გამოჩნდა, თუმცა მოცემულ სერიაში, სატელეფონო საუბრის სცენაში, ჯერ მხოლოდ მისი ხმა ისმის.
მერაბ ნინიძე რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნის როლს ასრულებს, რომელიც აგენტების დახმარებით აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მარჯვენა ხელის წინააღმდეგ მუშაობს.