ახალი ამბები

UNM: რომ არა ჩინოვნიკების აღვირახსნილი მადა, შეიძლება პენსია 200 ლარი ყოფილყო

21 ნოემბერი, 2014 • 1300
UNM: რომ არა ჩინოვნიკების აღვირახსნილი მადა, შეიძლება პენსია 200  ლარი ყოფილყო

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მინისტრები და მათი მოადგილეები ჩვეულებრივად იღებენ მათთვის განკუთვნილ ხელფასს, შემდეგ იღებენ სახელფასო დანამატს და იღებენ პრემიას.

 

“თქვენ ყველანი იცნობთ ალექსანდრე მარგიშვილს, რომელიც დღეს მუშაობს ნარმანიას ოდეერად და რომელიც არის დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკი საქართველოში, იკავებდა კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და 8 თვის განმავლობაში მხოლოდ პრემიის სახით მას აღებული აქვს 26 816 ლარი. კიდევ ერთი მოადგილე გახლავთ ბადრი ბაგრატიონი, მისი საპრემიო ანაზღაურება იყო 22  740 ლარი და მანანა ბერიკაშვილი -23 040 ლარი,”– განაცხადა ირმა ნადირაშვილმა

 

ფოტო – ირმა ნადირაშვილის Facebook გვერდიდან  21–11–2014
ფოტო – ირმა ნადირაშვილის Facebook გვერდიდან 21–11–2014

 

ნადირაშვილის თქმით, თეა წულუკიანმა 8 თვის განმავლობაში პრემიისა და დანამატის სახით, ხელფასის გარდა აიღო 34 180, მაია ფანჯიკიძემ -31 680, ხადურმა -21 680, ზაქარეიშვილმა- 21 680, სანიკიძემ- 27 830, ალასანიამ -43 982, ყიფიანმა- 26 680 და თამარ ბერუჩაშვილმა, როდესაც ის ფანჯიკიძის მოადგილე იყო – 22 700 ლარი.

ფოტო – ირმა ნადირაშვილის Facebook გვერდიდან  21–11–2014
ფოტო – ირმა ნადირაშვილის Facebook გვერდიდან 21–11–2014


საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის თქმით, მომავალ წელს, კერძოდ, 2015 წლის სექტემბრიდან 10 ლარით გაიზრდება პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პენსია ერთხელ, 2013 წლის პირველ სექტემბერს გაიზარდა და მინიმალური პენსია 150 ლარს გაუტოლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი