ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

31 მაისი, 2019 •
აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა. განმერებითი წილისყრის დროს ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – 2 ხმა, ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა, ირმა ზოიძე – 1 ხმა, ნათია ზოიძე  – 1 ხმა.

პირველ ტურში მრჩეველთა საბჭოს ხმები იგივენაირად გადანაწილდა.

თუკი მრჩეველთა საბჭო განმეორებითი წილისყრით ვერ ირჩევს დირექტორს, ასეთ შემთხვევაში ხელახლა ცხადდება კონკურსი.

მაუწყებლის დირექტორას განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი